მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2007 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს. ამ ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. მიზნის მისაღწევად 2007-2017 წლებში განხორციელდა სხვადასხვა ისტ ტრენინგკურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის. 2014 წლიდან პროგრამა ახორციელებს ყოველწლიურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას getc.ge
მიზნები და ამოცანები
- მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
- სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა
- ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად ict.tpdc.ge
- სამიზნე ჯგუფი - საჯარო სკოლის მასწავლებლები.
ტრენინგმოდული „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“
ტრენინგმოდულის გავლის მიზნით მასწავლებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
ტრენინგმოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი მიიღებს 2 კრედიტქულას.
ტრენინგმოდული "ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება"
ტრენინგმოდულის გეგმა
ტრენინგმოდულის ელექტრონული სახელმძღვანელო
ტრენინგმოდულის გავლის მიზნით მასწავლებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
ტრენინგმოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი მიიღებს 2 კრედიტქულას.