Tuesday, April 10, 2018

***

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა, სწავლა-სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფაა. ამისათვის აუცილებელი პირობაა მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის შესაბამისი ისტ უნარებით აღჭურვა, რათა მათ თავის მხრივ უზრუნველყონ სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრება და მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციების განვითარება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2007 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგებს. ამ ტრენინგების მიზანი მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაა. მიზნის მისაღწევად 2007-2017 წლებში განხორციელდა სხვადასხვა ისტ ტრენინგკურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის. 2014 წლიდან პროგრამა ახორციელებს ყოველწლიურ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას getc.ge
მიზნები და ამოცანები
  • მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
  • სკოლაში ციფრული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა
  • ქართულენოვანი ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნა და გამოყენების პოპულარიზება ისტ-ის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად ict.tpdc.ge
  • სამიზნე ჯგუფი - საჯარო სკოლის მასწავლებლები.


ტრენინგმოდული „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“  

ტრენინგმოდულის გავლის მიზნით მასწავლებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
ტრენინგმოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი მიიღებს 2 კრედიტქულას.


ტრენინგმოდული "ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება"
ტრენინგმოდულის გეგმა
ტრენინგმოდულის ელექტრონული სახელმძღვანელო

ტრენინგმოდულის გავლის მიზნით მასწავლებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
ტრენინგმოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი მიიღებს 2 კრედიტქულას.

No comments:

Post a Comment